ახალი ამბები

ზვავსაშიშროების გამო გზის გუდაური-კობის და დარიალი-ლარსის მონაკვეთები ჩაიკეტა

18 მარტი, 2020 • 1325
ზვავსაშიშროების გამო გზის გუდაური-კობის და დარიალი-ლარსის მონაკვეთები ჩაიკეტა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო
გზის გზაზე.

კერძოდ, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა გუდაური(ფოსტა)–კობის და დარიალი-ლარსის (კმ126-კმ137) მონაკვეთებზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გზის ამ მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი