აქვე, უფლებადამცველი ორგანიზაცია აქვეყნებს იმ მისამართებს, სადაც მოქალაქეებს აღნიშნული წერილების გაგზავნა შეუძლიათ.
Amnesty International მიიჩნევს, რომ ლეილა იუნუსისა და მისი ქმრის მიმართ წაყენებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ფაბრიკაციას ჰქონდა ადგილი იმისთვის, რომ მათზე შური ეძიათ აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკისთვის.
აზერბაიჯანელ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს სასამართლომ 8,5 წლით, ხოლო მის ქმარს, არიფ იუნუსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
| |||