ახალი ამბები

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

17 მარტი, 2020 • 1095
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. Daily Sabah-ის ინფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ინფიცირების 29 დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 16 მარტს გაავრცელა. მისივე ცნობით, ამ პირებს პირდაპირი თუ ირიბი კავშირი ჰქონდათ აშშ-თან, ევროპის ქვეყნებთან, სამი მათგანი კი სამი კვირის დაბრუნებული იყო საუდის არაბეთიდან.

მინისტრმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ადამიანებთან უშუალო კონტაქტებს მოერიდონ, საზღვარგარეთიდან დაბრუნებულებს კი – საკარანტინო პროცედურები დაიცვან.

Daily Sabah წერს, რომ თურქეთმა უკვე დღეიდან 20-მდე გაზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებთანაც საერთაშორისო ფრენები გააუქმდა. გამოცემის ცნობითვე, ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად თურქეთში უამრავი შეზღუდვა დაწესდა. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ისეთი თავშეყრის ადგილები, როგორებიცაა კაფეები, სპორტდარბაზები, კინოთეატრები და სხვა.

თურქეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა კი 20 მარტიდან შეწყდება, გარდა ამისა, მოქალეებისთვის დაკეტილია სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი