საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19 პროცენტი შეადგინა.
2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი სამი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2014 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 52 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა #4, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 21 პროცენტით, მეორეზე – აზერბაიჯანი 19 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ჩინეთი 12 პროცენტით.
საქსტატის ინფორმაციით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2014 წელს 55 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 433.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25 პროცენტია.
მეორე ადგილს იკავებს მშენებლობის სექტორი 316.6 მლნ. აშშ დოლარით (18 პროცენტი), ხოლო მესამეს -დამამუშავებელი მრეწველობა 205.4 მლნ. აშშ დოლარით (12 პროცენტი).