ახალი ამბები

თებერვალში იტალიიდან ფულადი გზავნილები 24%-ით გაიზარდა

16 მარტი, 2020 • 899
თებერვალში იტალიიდან ფულადი გზავნილები 24%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5%-ით გაიზარდა და 137.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ფულის გადმორიცხვებით იტალია 21 მლნ აშშ დოლარით ლიდერობს, რაც 24%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის თებერვალში ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჯამში, დაახლოებით 57 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ყველაზე მეტი თანხა ქვეყანაში რუსეთიდან დაახლოებით 28 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. რუსეთის ფედერაციიდან გზავნილები თითქმის 9%-ით არის შემცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი