ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ ბაქოს ლეილა იუნუსისა და მისი ქმრის გათავისუფლებას მოუწოდებს

14 აგვისტო, 2015 •
აშშ ბაქოს ლეილა იუნუსისა და მისი ქმრის გათავისუფლებას მოუწოდებს

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდება, დიდი ალბათობით, კავშირშია იუნუსების უფლებადამცველ საქმიანობასთან და მათ მონაწილეობასთან პროგრამებში, რომელიც რეგიონში ნდობის განმტკიცებისკენაა მიმართული. 

 

აშშ განსაკუთრებულ წუხილს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისა და მათი ჯანმრთელობის გამო გამოთქვამს, და მოუწოდებს ბაქოს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი. 

“აზერბაიჯანის ინტესებშია საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და საკუთარი მოქალაქეების უნივერსალური უფლებების დაცვა. ეს იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი აზერბაიჯანის სტაბილური მომავლისა და აღორძინების მისაღწევად”. 

 

აზერბაიჯანელ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს სასამართლომ 8,5 წლით, ხოლო მის ქმარს, არიფ იუნუსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

მასალების გადაბეჭდვის წესი