ახალი ამბები

კომისია დათანხმდა, რომ მაგთიმ სილქნეტს ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება მიჰყიდოს

14 აგვისტო, 2015 •
კომისია დათანხმდა, რომ მაგთიმ სილქნეტს ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება მიჰყიდოს

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, საქმე ეხება 442XXXX სააბონენტო ნომრებს, რომლითაც 10 000 აბონენტი სარგებლობს.

 

კომისია აცხადებს, რომ ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე არ არსებობს შპს  “მაგთიკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, კომპანიებს დაავალა, უზრუნველყონ შპს “მაგთიკომის“ კუთვნილი 442XXXX სააბონენტო ნომრებით მოსარგებლე აბონენტების ინფორმირება მომსახურე კომპანიის შეცვლის თაობაზე.

ტელეფონი
ტელეფონი

მასალების გადაბეჭდვის წესი