ახალი ამბები

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

16 მარტი, 2020 • 772
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. პრეზიდენტის პრესამსახურის ხელმღვანელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსთან ბრძოლისთვის მთავრობა მკაცრ ზომებს იღებს, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.

Daily Sabah-ის ინფორმაციით, ინფიცირებული 18 ადამიანიდან 7-ს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს, სამი კი თურქეთში აშშ-დან დაბრუნდა. ამ დრომდე თურქეთში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსის გამო თურქეთს საზღვრებზე კონტროლი აქვს გამოკაცრებული, დროებით შეჩერდა საერთაშორისო ფრენები. გამოცემა წერს, რომ ქვეყნის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, არ იმოგზაურონ. მოგზაურობის შემთხვევაში კი 14- დღიანი თვითიზოლაციის წესი დაიცვან.

მთავარი ფოტო: კორონავირუსი თურქეთში/EPA-EFE/STR


16 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა რეგისტრირებული. მსოფლიოში კორონავირუსის 153 ათასზე მეტი ფაქტია აღრიცხული, გარდაცვლილია 5 700-ზე მეტი ადამიანი. ვირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 146 ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი