ახალი ამბები

რევაზ არველაძე: ვადასტურებ, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ

14 აგვისტო, 2015 •
რევაზ არველაძე: ვადასტურებ, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ

როგორც რევაზ არველაძე ამბობს, ის რაც შეიძლება მალე წარადგენს თავის კანდიდატურას ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 

“ბუნებრივია, მაქვს გეგმა, პროგრამა და იდეებიც. ვნახოთ… მე მგონი, საკმარისი დრო მიეცათ კანდიდატებს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო კამპანია აწარმოონ. არ ვიცი როდის შევიტან ჩემს კანდიდატურას, მაგრამ შევიტან ძალიან ჩქარა,” – განაცხადა არველაძემ.

 

რევაზ არველაძის თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტი, პირველ რიგში, არის ადამიანი:

 

“რაც შეეხება ფეხბურთს, მე მინდა გვქონდეს, რაც შეიძლება უკეთესი შედეგები საფეხბურთო თვალსაზრისით. ამაზე იქნება [სფფ] ორიენტირებული იმ შემთხვევაში, თუ მე გავხდები პრეზიდენტი. ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რომ ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა მიაღწიონ უფრო დიდ შედეგებს,”- განაცხადა მან. 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც ზვიად ზიჭინავამ სუპერთასის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ თანამდებობიდან მიდიოდა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება

რევაზ არველაძე. ფოტო – GFF
რევაზ არველაძე. ფოტო – GFF

მასალების გადაბეჭდვის წესი