ზოომაღაზია „ზოომარტი“ მოქალაქეებს, რომელბსაც უსახლკარო ძაღლები ჰყავთ შეფარებული უფასო საკვებს სთავაზობს.
განცხადებაში მაღაზია წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე – „გადავწყვიტეთ იმ პირებზე, ვინც უვლის მიუსაფარ ძაღლებს, ჯამში გამოვყოთ 2 ტონა საკვები“.
“ჩვენს ცენტრალურ ფილიალში განთავსებულია კომპანია Hermos-ის ეკონომ კლასის საკვები, რომელიც თავისი ხარისხით უტოლდება პრემიუმ კლასის საკვებს. ჯამში 100 ერთეული 20 კგ-იანი ტომარა. ნებისმიერს ვისაც გჭირდებათ ხელშეწყობა, გთხოვთ გვეწვიოთ კარტოზიას #6-ში (ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე ზოომარტის ფილიალში, სადაც უსასყიდლოდ გადმოგეცემათ 1 ტომარა.
ერთ პირზე ვისაც შეფარებული ჰყავს უსახლკარო ცხოველი, გაიცემა 1 ტომარა საკვები. ცხადია, არ არსებობს კონტროლის მექანიზმი და ყველას გთხოვთ, გამოიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სოლიდარობა, კეთილსინდისიერება და ზემოაღნიშნული დონაციით ბოროტად ნუ ისარგებლებთ,“ – ამბობს „ზოომაღაზია“.
„ზოომარტის“ მისამარტი და საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.