ამ ფაქტს ინტერნეტ სივრცეში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

 

“Imagine”-ის ეტატისტურ-მილიტარისტულ-რელიგიურ-კომუნისტური ვარიანტი. ამოღებულია სიტყვები: Imagine there’s no countriesIt…

Posted by George Lominadze on Wednesday, 12 August 2015

 

ვიდეოს ყურების ინსტრუქცია – სადღაც 0:36-ზე აპაუზებთ, მღერით ამ სტროფს და შემდეგ აგრძელებთ ვიდეოს:Imagine there’s no…

Posted by Nodar Rocko Davituri on Wednesday, 12 August 2015

 

გახსნა და “Imagine” კაი იყო მაგრამ”Imagine there’s no countries It isn’t hard to do Nothing to kill or die for And…

Posted by Giorgi Arobelidze on Tuesday, 11 August 2015

 

სიმღერის ტექსტის დაცენზურება, ვისი გადაწყვეტილებაც არ უნდა ყოფილიყო, ააშკარავებს ცვლილების ავტორის ტოტალიტარულ იდეოლოგია…

Posted by Levan Mnateus Sutidze on Wednesday, 12 August 2015

 

გახსნის ცერემონიაზე შესრულებული ვერსიის ავტორი, მუსიკოსი დათო ფორჩხიძე ამბობს, რომ სიმღერის ტექსტიდან არც ერთი ფრაზა არ ამოუღიათ გამიზნულად. ყველაფერი მხოლოდ დაწესებული დროის რეგლამენტისათვის ზუსტად მოსარგებად გაკეთდა.

 

“სიმღერის ტექსტიდან სტროფები მხატვრული ნიშნით არ არის ამოღებული. ეს არის ამოღებული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რეგლამენტში უნდა ყოფილიყო 2 წუთი და როგორც მოუწია იმ 2 წუთში, ისე შესრულდა სიმღერა. დროის რეგლამენტი უეფამ დააწესა. 4 ბავშვი ავირჩიეთ და შემდეგ მე მომცეს დავალება, რომ გამეკეთებინა ეს სიმღერა და როგორმე ჩამესვა 2 წუთში. ერთი მისამღერი საერთოდ ამოვიღე და 2 წუთში ჩაჯდა 2 სტროფი და 1 მისამღერი. შემდეგ ეს ვერსია ვაჩვენე ორგანიზატორებს და მათ მოეწონათ. ტექსტისათვის ყურადღება არავის მიუქცევია,”- ამბობს დათო ფორჩხიძე.

 

მომღერალი აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა სიმღერის ტექსტის შეცვლილ ვერსიაში არასწორი გზავნილის ძებნა დაიწყო, იმის მაგივრად რომ ეამაყათ გახსნის ცერემონიის წარმატებული ნომრით.

 

“იმის მაგივრად, რომ ბავშვების ნამღერზე ილაპარაკონ, იამაყონ, სიმღერის ტექსტი არის უფრო მნიშვნელოვანი. მთელი მსოფლიოს კომენტატორები სხვადასხვა არხზე ამბობდნენ რა კარები იყვნენ ეს ბავშვები, რა კარგი იყო ეს ნომერი და ჩვენ ვსაუბრობთ “no religion”-ზე და გამიზნულად გადაკეთებულ სიმღერის ტექსტებზე?”- ამბობს ფორჩხიძე.

11 აგვისტოს, თბილისში, დინამო არენაზე, უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა 8 ქვეყნიდან ჩამოსულმა 1000-მა სოციალურად დაუცველმა ბავშვმა, მათმა თანმხლებმა პირმა, ფეხბურთელმა და მსაჯმა მიიღო. მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. გახნის ცერემონიისათვის იცეკვეს ანსამბლ “ერისიონის” მოცეკვავეებმაც.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *