ახალი ამბები

ამირან გამყრელიძის ფეისბუკის გვერდი ყალბია – მიჰყევით NCDC-ს გვერდს

13 მარტი, 2020 • 1888
ამირან გამყრელიძის ფეისბუკის გვერდი ყალბია – მიჰყევით NCDC-ს გვერდს

ფეისბუკზე ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი გვერდი ყალბია და მას არც გამყრელიძე ამუშავებს და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC).

არაოფიციალური გვერდი 12 მარტს გამოჩნდა ფეისბუკზე და 13 მარტის 12 საათისთვის უკვე 27 ათასამდე მოწონება აქვს და ჯამში 28 ათასამდე გამომწერი ჰყავს.

გამყრელიძის სახელით გვერდის შექმნას NCDC გამოეხმაურა და დაწერა, რომ „აღნიშნული გვერდი არ წარმოადგენს ამირან გამყრელიძის პირად გვერდს“ და ის მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდით სარგებლობს.

NCDC-ის ოფიციალური გვერდია: https://www.facebook.com/ncdcgeorgia

მასალების გადაბეჭდვის წესი