ახალი ამბები

ელ.წიგნების ნაწილი ერთი თვით უფასო გახდება

13 მარტი, 2020 • 4765
ელ.წიგნების ნაწილი ერთი თვით უფასო გახდება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია www.lit.ge -ზე განთავსებული „პალიტრა L“-ისა და „სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნებზე ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეებს თავისუფალი წვდომა ექნებათ.

ჯამში ასეთი წიგნების რაოდენობა lit.ge-ს პლატფორმაზე 2039-ია.

ამასთანავე, უწყების ინფორმაციით, „სულაკაურის გამომცემლობის“ ვებგვერდი – www.sulakauri.ge ყველა მსურველს, ნაბეჭდი წიგნის საფასურის გადახდის შემდგომ, წიგნებს საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიაწვდის.

გარდა ამისა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უკვე არსებულ პორტალზე: www.sulakauri.edu.ge დარეგისტრირების შემდეგ მოსწავლეებს არდადეგების განმავლობაში შეეძლებათ უფასოდ გადმოიწერონ ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე სასწავლო რესურსი, მათ შორის, აუდიო რესურსი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც მოსწავლეებს სახლში მეცადინეობის საშუალებას მისცემს.

ასევე, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პალიტრა L-მა მოსწავლეებს უფასოდ შესთავაზა პლატფორმაზე www.gudabooks.ge არსებული 200-მდე აუდიო წიგნი, რომელიც ცნობილი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული.

www.lit.ge -ზე განთავსებული ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობისთვის, აუცილებელია:

მომხმარებელი დარეგისტრირდეს საიტზე www.lit.ge (ელ.ფოსტით ან ფეისბუქით);

ავტორიზირებული მომხმარებელი უნდა შევიდეს “სამკითხველოს” გვერდზე ( https://www.lit.ge/packages/ )

სადაც სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი დახვდება უფასოდ;

პაკეტის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა სასურველი სამი წიგნის არჩევისა და საკუთარ ბიბლიოთეკაში დამატების საშუალება;

სამკითხველოში ხელმისაწვდომია 2093 წიგნი: https://www.lit.ge/index.php…;

წიგნების წასაკითხად, ელექტრონულ მოწყობილობაზე აუცილებელია იოტა რიდერის აპლიკაციის გადმოწერა: https://www.lit.ge/aplikaciebi/


13 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის 130 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 5 ათასამდე გარდაიცვალა, ნახევარზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ჩინეთში რეგისტრირებულია ვირუსის 81 ათასამდე შემთხვევა, დანარჩენი კი მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი – 15 ათასი შემთხვევა არის დაფიქსირებული იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 1 000-ს  გადააჭარბა. საქართველოში რეგისტრირებულია ვირუსის 25 შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი