მატჩის დაიწყებდან რადენიმე წუთში სევილიას ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ საჯარიმო დარტყმით პირველი გოლი გაიტანა. რასაც ლიონელ მესის საპასუხო საჯარიმო დარტყმა მოჰყვა. ანგარიში გათანაბრდა. მე-16 წუთზე მესიმ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის კარი. საბოლოოდ, პირველი ტაიმი 3-1 დასრულდა – მესამე გოლი ბარსელონას ფეხბურთელმა, რაფინიამ გაიტანა.
მატჩის მეორე ტაიმი დაძაბული აღმოჩნდა. 52-ე წუთზე ბარსელონამ ლუის სუარეზის გოლით გაიმტკიცა პოზიცია, თუმცა 57-ე და 72-ე წუთებზე სევილიას ფეხბურთელების გოლებმა სხვაობა მინიმუმდე შეამცირა. ძირითად დროში ბოლო გოლის გატანა კონოპლიანკამ მოახერხა, 81-ე წუთზე. ტაბლოზე ანგარიში 4:4 დაფიქსირდა და თამაშმა დამატებით დროში გადაინაცვლა.
115-ე წუთზე, პედრო როდრიგესმა თამაშის ბედი გადაწყვიტა. 5:4 და კატალონიური კლუბი უეფას სუპერ თასის 2015 წლის გამარჯვებული გახდა. მატჩის გმირად არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი დასახელდა.
We’re the super-champions of Europe! #DRE4M #FCBLive pic.twitter.com/XfZeo7hi3B
— FC Barcelona (@FCBarcelona) August 11, 2015