ფრანგული გამოცემა L’Équipe-ის ინფორმაციით, უეფა აპირებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადადოს – მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.
L’Équipe ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და იუწყება, რომ უეფა აპირებს ამის შესახებ მომდევნო სამშაბათს გამოაცხადოს, სწორედ ამ დღეს ფეხბურთის მმართველი ევროპული ორგანო გამართავს ვიდეო-კონფერენციას მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლობების მონაწილეობით და კორონავირუსის პანდემიაზე იმსჯელებს.
თუ უეფა მიიღებს ევრო 2020-ის გადადების გადაწყვეტილებას, მწვანე შუქი ფიფასგანაც დასჭირდება.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგას, ეს ტურნირები ამავე ინფორმაციის თანახმად, დროებით შეჩერდება მოვლენების განვითარების შესაბამისად.
ევროპის ჩემპიონატი 12 ივნისიდან – 12 ივლისის ჩათვლითაა დაგეგმილი და 12 სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უნდა გაიმართოს. ამ ტურნირზე მოხვედრის შანსი საქართველოს ნაკრებსაც აქვს თუ ის პლეიოფებში 2 თამაშს მოიგებს. ორივე პლეიოფი თბილისშია დაგეგმილი მიმდინარე წლის მარტში. ამ ეტაპზე ამ მატჩების ჩატარების პერსპექტივა უცნობუა. საქართველო VS ბელაურისის მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია.