ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს დიპლომატები ბავშვებისთვის ინგლისურად წიგნებს ონლაინ წაიკითავენ

12 მარტი, 2020 • 1368
აშშ-ის საელჩოს დიპლომატები ბავშვებისთვის ინგლისურად წიგნებს ონლაინ წაიკითავენ

ამერიკის საელჩო სკოლებში სასწავლო პროცესის გადადების პარალელურად ბავშვებისთვის ინგლისურის სამეცადინოდ ონლიან-პროექტს იწყებს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “ფეისბუქ ლაივის მეშვეობით სამუშაო დღეებში 14:00 საათიდან ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად წაგიკითხავთ და გესაუბრებათ თავის საყვარელ მოთხრობაზე.”

ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. პირველი მოთხრობა, რომელსაც ალთეა ქოლი-მერფრი წაგიკითხავთ დოქტორ სიუსის „ლორაქსია”. შემოგვიერთდით ხვალ, 13 მარტს, 14:00 საათიდან საელჩოს ფეისბუქის გვერდზე ?US Embassy Tbilisi, Georgia”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამ ეტაპზე სასკოლო პროცესი 1 აპრილამდეა გადადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი