გამოცემის ინფორმაციით, აგვისტოს დასაწყისისთვის დაგეგმილი იყო აფხაზეთის 2015 წლის დაფინანსება 3,736 მილიარდი რუბლით [58 41288.30 აშშ დოლარი], თუმცა დაფინანსებამ მხოლოდ 127 მილიონი რუბლი [1985662.78 აშშ დოლარი] შეადგინა.
აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით ირკვევა, რომ 2015 წელს აფხაზეთმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიარდი რუბლის ოდენობის ის სახელმწიფო კრედიტი უნდა დაფაროს, რომელიც მან 2010 წელს რკინიგზის რეკონსტრუქციისთვის აიღო.
“მხოლოდ 2016 წელს უნდა დავფაროთ 300 მილიონი რუბლზე მეტი”, – განუცხადეს ინტერფაქსს. წყაროს განმარტებითვე, კრედიტის ეკონომიკური დასაბუთება იყო რკინიგზის აღდგენა რუსეთში ინერტული მასალების მისაწოდებლად.
“2010-2014 წლებში აფხაზეთმა რუსეთის ბაზარზე 3 მილიონი ტონა ინტერტული მასალა გაიტანა, რკინიგზის ექსპლუატაციით მიღებული შემოსავალი კი, მხოლოდ 31 მილიონი რუბლი იყო”.
ამასთან დაკავშირებით რუსული მხარის კომენტარი გამოცემამ ვერ მოიპოვა.
| ||