ახალი ამბები

ქიბარ ხალვაშის სარჩელი “რუსთავი 2”-ის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლომ წარმოებაში მიიღო

10 აგვისტო, 2015 •
ქიბარ ხალვაშის სარჩელი “რუსთავი 2”-ის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლომ წარმოებაში მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლოდან “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საქმე მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განიხილავს, ხოლო სხდომა ჯერ დანიშნული არ არის.

 

ტელევიზიის ქონების ნაწილი დაყადაღებულია, კერძოდ, როგორც კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა უკვე დაადო.

 

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა. ხალვაშის ადვოკატების თქმით, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარადა შეიძინა, თუმცა 2006 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის ჩარევით, მას ტელეკომპანია წაართვეს.

რუსთავი 2
რუსთავი 2

მასალების გადაბეჭდვის წესი