ახალი ამბები

“რუსთავის ფოლადიდან” შესაძლოა კიდევ 300 თანამშრომელი დაითხოვონ

10 აგვისტო, 2015 • • 1051
“რუსთავის ფოლადიდან” შესაძლოა კიდევ 300 თანამშრომელი დაითხოვონ

აქამდე რუსთავის ფოლადმა 496 თანამშრომელი გაათავისუფლა, თუმცა მათი განცხადებით, ამან კომპანაში არსებული მძიმე ვითარება ვერ გამოასწორა.


“რუსთავის ფოლადისთვის საგანგაშოა ის ფაქტი, რომ რომ მის წინააღმდეგ წამოწყებული უსაფუძვლო, ხელოვნურად წარმოებული დავის განხილვა კვლავაც არ დასრულებულა და განხილვის პროცესშია სხვადასვა ინსტანციის სასამართლოებში, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ ძალაშია აკრძალვები რუსთავის ფოლადის მრავალ ათეულ მილიონიან ქონებაზე და კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ნედლეულის უმნიშვმელოვანესი წყარო – წიდასაყარი,” -ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


ნუგზარ კაჩუხაშვილი ამბობს, რომ წიდასაყარზე წვდომის აკრძალვა კომპანიას ძალიან აზარალებს. მისი თქმით, ქარხნის ზარალი დღეში 20 000 აშშ დოლარს შეადგენს.


დირექტორი ქარხნის დახურვის საშიშროებაზეც საუბრობს. მისი განცხადებით, ამჟამად ქარხანა 10-15%-ით არის დატვირთული.


კომპანიის დირექტორის განცხადებით, უზენაეს სასამართლოს ამ საქმის განსახილველად ვადა 22 აგვისტომდე აქვს. კომპანიამ უკვე შეიტანა განცხადება სარჩელის შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის შესახებ.


კომპანიის მენეჯმენტი მიმართავს უზენაეს სასამართლოს, რომ მოკლე ვადებში მოხდეს სამართლიანი, ადეკვატური და სწორი გადაწყვეტილების მიღება, რათა თავიდან იქნას აცილებული მდგომარეობის გაუარესება:


“სხვა შემთხვევაში, კომპანია იძულებული გახდება, აქტივებზე (განსაკუთრებით კი წიდასაყარზე) დაწესებული აკრძალვების პირობებში, ხარჯების შემცირების მიზნით, დაითხოვოს დამატებით 300 თანამშრომელი”.


ამჟამად, კომპანიის დირექტორის განცხადებით, კომპანიაში 1550 ადამიანი მუშაობს.

რუსთავის ფოლადის გენერალური დირექტორის პრესკონფერენცია
რუსთავის ფოლადის გენერალური დირექტორის პრესკონფერენცია

მასალების გადაბეჭდვის წესი