ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ადამიანების კარიერული წინსლვა ყველაფერთან დამოკიდებულია მათ გენდერზეც. კვლევის მიხედვით ქალი და კაცი მენეჯერების მიერ განვლილი გზა განსხვავებულია და ეს განსხვავებები გამოხატულია სხვადასხვა კულტურული პრაქტიკით, რომელთა მიხედვით, საჯარო სამსახურში გენდერული უთაასწორობა ვლინდება.
კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად გამოკითხულთა 71% მიიჩნევს, რომ კარიერულ გზაზე კაცები უფრო სწრაფად აღწევენ წარმატებას ვიდრე ქალები. ამასთან კვევაში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ ქალები უფრო მეტად ფლობენ კარიერული წარმატებისთვის შესახებ თეორიულ ცოდნას.
კვლევის მთავარ მიგნებებში ასევე ნათქვამია, რომ მეოთხე რანგის საჯარო მოხელეების 81% მიიჩნევს, რომ მიუხედავად ქალების მიერ მაღალი თეორიული ცოდნისა კაცები უფრო სწრაფად აღწევენ წარმატებას ვიდრე ქალები. თუმცა ეს მაჩვენებელი რანგების ზრდასთან ერთად ეტაპობრივად იკლებს და პირველი რანგისთვის 59%-ს შეადგენს.
ამასთან გამოკითხულთა 6% მიიჩნევს რომ საჯარო სამსახურში კარიერის განვითარების სისტემა ძალიან ეფექტურია, ხოლო 26% ფიქრობს, რომ ეფექტურია.
კვლევის პროცესში ასევე გამოიკვეთა, რომ განათლების სხვადასხვა საფეხურებზე ქალები უკეთეს აკადემიურ მიღწევებს აჩვენებენ, თუმცა ვითარება იცვლება, როდესაც ისინი საჯარო სამსახურში ხვდებიან, ამ დროს ხდება მათი “შეჩერება” და ქალების წარმატებისკენ სვლა მათი აკადემიური მაჩვენებლების პირდაპირპროპორციული არ არის.
კვლევაში ასევე გამახვილებულია ყურადღება იმაზე, რომ ქალები სამსახურში უფრო მომთმენნი არიან, ნაკლებად აღწევენ კარიერულ წარმატებას და ამჯობინებენ ჩრდილში ყოფნას. ამსათან თუ ქალი არ არის მომთმენი და კრიტიკულია, ეს მოვლენაც ხელს უშლის მას კარიერულ წინსვლაში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა საჯარო სამსახურში ქალებისა და კაცების მიერ განვლილი განსხვავებული კარიერული გზებისა და კარიერული წარმატებისადმი სუბიექტური აღქმები. კვლევისდროს გამოყენებულ იქნა სოციოლოგიური კვლევის როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მეთოდოლოგია. რაოდენობრივ ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1010-მა საჯარო მოხელემ (676 ქალი და 334 კაცი).
სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა 26 პირველი და მეორე რანგის საჯარო მოხელესთან (15 ქალი და 11 კაცი).
ფოკუს-ჯგუფებში მონაწილეობა მიიღო 13-მა საჯარო მოხელემ (7 ქალი და 6 კაცი).







