ახალი ამბები

კორძაია: თუ რუსთავი 2-ი ვერ ისარგებლებდა საკუთრების უფლებით, ეს იქნებოდა შეზღუდვა

9 აგვისტო, 2015 •
კორძაია: თუ რუსთავი 2-ი ვერ ისარგებლებდა საკუთრების უფლებით, ეს იქნებოდა შეზღუდვა

“თუ შეზღუდვები ისე დაგაზიანებთ, რომ ტელევიზია ვერ იმუშავებს გამართულად მაშინ უნდა მიმართოთ სასამართლოს, მაშინ ეს შეფასდება როოგრც შეზღუდვა. თუ ეს არ გამოიწვევს თქვენი საქმინობის შეფერხებას, მაშინ არ შეიძლება ეს ასე შეფასდეს. დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია დემოკრატიული და მიუკერძოებელი მედია. მართალია ეს არის კონკრეტული დავა, მაგრამ დავა მიმდინარეობს ერთ-ერთ შტოში. დღეს სასამართლოა მიუკერძოებლობის გარანტია”.  

 

თამარ კორძაიას განცხადებით, მედიის თავისუფლებაზე გადის დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში:

 

“ამიტომ დიდი სიფრთხილით ვუყურებ ამ პროცესს, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. სასამართლო უნდა იყოს ფრთხილი ამ შემთხვევაში. სასამართლო პროცესი უნდა იყოს ღია. აქ ვფიქრობ ისეთი საკითხი არ დადგება, რომ სასამართლო პროცესი დაიხუროს.”

 

კორძაიას განცხადებით, ის განჩინება, რაც სასამართლომ მიიღო შეიძლება რაღაც დისკომფორტს უქმნის “რუსთავი2” -ს:


“მინდა მესამე და მეოთხე გვერდზე არსებული ჩანაწერი გავახმოვანო, სადაც სადაც წერია, რომ მოდავის და მოსარჩელის საკუთრების უფლების დარღვევა ეს არ ნიშნავს, რომ დავა აუცილებლად მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულდება. თავისი არსით ეს დავა არის რთული და ამიტომ მინდა მნიშვნელოვანი განცხადებები გავაკეთო, ზოგად კონტექსტში:  მოსარჩელემ უტყუარი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს მედიის წინააღმდეგ დავის დროს და სასამართლომ უნდა გაიაროს ბეწვის ხიდზე გადაწყვეტილების მიღებისას. მოგვწონს თუ არ მოგვწონს კონკრეტული მედიასაშუალება ეს არ უნდა განსაზღვრავდეს ქვეყანაში  ამ მედია საშუალების არსებობა არ არსებობას. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება და ამ შემთხვევაში სასამართლო უნდა გახდეს ამის გარანტი. პირველად როცა შევიტყვე ინფორმაციები მედიასაშუალებიდან, ყადაღის დადებამ გამოიწვია თქვენი სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის შეზღუდვა, ეს იქნებოდა ზეწოლა. მაგრამ საკუთრების უფლებით სარგებლობა თქვენ ამ წუთას არ გაქვთ შეზღუდული, ვფიქრობ რომ დავა უნდა გააგრძელოთ სასამართლოში. კატეგორიულად და პრინციპულად მნისვნელოვანია, რომ ეს პროცესები წარიმართოს გამჭვირვალედ.  მედიასაშუალებებმა უნდა გადმოსცენ ფაქტები, რა ხდება სასამართლოზე, როოგრ მიდის პროცესები. საზოგადოება თვითონ შეფასებს სასამართლო მიკერძოებულია თუ არა.”


რაც შეეხება სასამართლოს განჩინებას, რუთავი 2-ის ქონების დაყადაღების შესახებ, კორძაიამ განმართა, რომ არსებობს რისკები, როცა ასეთი დავაა, რომ ორგანიზაციამ აიღოს დაუსაბუთებელი ვალი:


“ყოფილა ასეთი რისკები. თქვენ უნდა უთხრათ სასამართლოს, რომ ამ ტიპის დაუსაბუთებელ საქმინობას არ აპირებთ. ალბათ დარწმუნებული ხართ, რომ ამ პორცესს მოიგებთ. თქვენ უპირატეს მდგომარეობაში ხართ. ეს პროცესი უნდა დასრულდეს საზოგადოებრივი კონტროლის ფარგლებში.”


თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინების საფუძველზე (საქმე:N2/15651-15) სამართლებრივი შეზღუდვები დაედო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პარტნიორების წილებსა და ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებას.

 
 

რეგისტრირდება სამართლებრივი შეზღუდვა: პარტნიორებზე – ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), შპს ტელეკომპანია საქართველო (51%), ნინო ნიჟარაძე (9%).

 

კერძოდ, სასამართლო დავის საბოლოო დასრულებამდე ამ პირებს ეკრძალებათ შემდეგი უფლებამოსილებები: საზოგადოების სახელზე არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, საზოგადოების სახელით ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა, პარტნიორებისთვის და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის, ლიცენზიის გასხვისების, ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვის ჩათვლით, თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა – უფლებრივად დატვირთვა.

 

ამას გარდა, სასამართლოს განჩინებით უფლებამოსილება შეზღუდული აქვთ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამაიას და ფინანსურ დირექტორს კახაბერ დამენიას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი