ახალი ამბები

გვაქვს რესურსი, დაახლოებით, 20-25 ახალი დეპუტატობის კანდიდატი წარვადგინოთ – კობახიძე

10 მარტი, 2020 • 549
გვაქვს რესურსი, დაახლოებით, 20-25 ახალი დეპუტატობის კანდიდატი წარვადგინოთ – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის აზრით, “ქართულ ოცნებას” აქვს რესურსი, მინიმუმ, დაახლოებით 20-25 ახალი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინოს საზოგადოებას.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდის განახლება “ქართული ოცნების” წარმატების ერთ-ერთი პირობა იქნება.

“გუნდის განახლება პრინციპული ამოცანაა და ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული. შარშან დაიწყო ამაზე მუშაობა საკმაოდ აქტიურად. განახლებული გუნდით წარვდგებით შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სათანადო მხარდაჭერა მოვიპოვოთ მოსახლეობაში. ეს იქნება ჩვენი წარმატების ერთ-ერთი პირობა. თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს განახლება, ისინი მუდმივად ერთი და იგივე სახეებით წარდგებიან ხოლმე არჩევნებზე. ჩვენ გვაქვს განახლების რესურსი და ამაზე ვმუშაობთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი