ახალი ამბები

როგორ განაწილდება 30 მაჟორიტარული ოლქი – კობახიძის მონახაზი

10 მარტი, 2020 • 3235
როგორ განაწილდება 30 მაჟორიტარული ოლქი – კობახიძის მონახაზი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ საქართველოში იქნება, ხოლო 18 – აღმოსავლეთ საქართველოში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქების სავარაუდო გადაწილების შესახებ კობახიძემ მედიასთან ისაუბრა.

“შემუშავებული გვაქვს მონახაზი, დიდი მანევრირების საშუალება იქ არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს. საკითხი არის ძირითადად ტექნიკური”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ საკმაოდ მსხვილი ოლქები ყალიბდება და რიგ შემთხვევებში, 4-5 მუნიციპალიტეტი გაერთიანდება.

ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი მონახაზის მიხედვით, თბილისზე და სამ დიდ ქალაქზე დაახლოებით 10 მაჟორიტარული ოლქი გადანაწილდება:

  • თბილისი – 7 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი
  • ბათუმი – 1 ოლქი
  • ქუთაისი – 1 ოლქი
  • რუსთავი – 1 ოლქი

ამასთან, კობახიძის თქმით, რუსთავის საარჩევნო ოლქში შესაძლოა, მიმდებარე სოფლების შეყვანა გახდეს საჭირო; ისევე, როგორც ფოთის მაჟორიტარულ ოლქში დამატებით ორი მუნიციპალიტეტის შეყვანა იგეგმება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი კი ყველა შემთხვევაში 1 დამოუკიდებელი მაჟორიტარული ოლქი იქნება.

ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • გურია – 1 მაჟორიტარული ოლქი
  • აჭარა – 3
  • სამეგრელო – 3
  • რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი – 1
  • იმერეთი – 4
  • შიდა ქართლი – 2
  • კახეთი – 3
  • ქვემო ქართლი – 3
  • სამცხე-ჯავახეთი – 2
  • მცხეთა-მთიანეთი – 1

მასალების გადაბეჭდვის წესი