ახალი ამბები

ევროპის საბჭო საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას მიესალმება

10 მარტი, 2020 • 1477
ევროპის საბჭო საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას მიესალმება

ევროპის საბჭო მიესალმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას.

ევროპის საბჭო თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება ასრულებს გაუგებრობას, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და გზას უხსნის პოლიტიკური დებატების დეპოლარიზაციას.

“ჩვენ ველოდებით პარლამენტის მიერ შეთანხმების პირობების მიღებას ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი აუცილებელი ცლილებების გატარებას საარჩევნო კანონმდებლობაში, საერთშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით. ევროპის საბჭო, ვენეციის კომისის ჩათვლით, გააგრძელებს საკუთარი დახმარების შეთავაზებას საქართველოს ხელისუფლებასთვის ამ პროცესის წარმატებით დასასრულებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის საბჭო, ასევე, მაღალ შეფასებას აძლევს პოლიტიკური პარტიების მისწრაფებას მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დანერგვასთან და სასამართლო და სარჩევნო პროცესების გაუმართლებელი პოლიტიკური ჩარევებისგან დაცვასთან დაკავშირებით. ევროპის საბჭო აცხადებს, რომ ეს ხელს შეუწყობს ადამაინის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებების შესრულებას.


ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი ბარიერის პირობებში და 120/30-ზე თანაფარდობით ჩატარდება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი