ახალი ამბები

განათლების სამინისტრო ამ ეტაპზე სწავლის 3 აპრილამდე გადადებას არ ადასტურებს

10 მარტი, 2020 • 3552
განათლების სამინისტრო ამ ეტაპზე სწავლის 3 აპრილამდე გადადებას არ ადასტურებს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჯერჯერობით უწყებას არ მიუღია ინფორმაცია, სკოლებში არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

უწყება არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სწავლა კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების გამო 3 აპრილამდე გადაიდო.

სამინისტროში ამბობენ, რომ მათი სამომავლო გეგმა დამოკიდებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის შეფასებებზე. იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური უწყებები მსგავსი რეკომენდაციას გასცემენ, სწავლა გადაიდება, თუმცა, ამ დრომდე ეს გადაწყვეტილება არ არსებობს.

29 თებერვალს, სამინისტრომ თქვა, რომ სკოლებში არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება და 16 მარტამდე გასტანს. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 15 შემთხვევა ფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი