სტატისკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2019 წელს წინა წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2019 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესიტიცია შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:
- გაერთიანებული სამეფო – 247.8 მლნ აშშ დოლარი
- თურქეთი – 236.5 მლნ აშშ დოლარი
- ირლანდია – 132.7 მლნ აშშ დოლარი
- აშშ – 99 მლნ აშშ დოლარი
- პანამა – 78.1 აშშ დოლარი
ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 261.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი 193.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი, 157.5 მლნ. აშშ დოლარით.