ახალი ამბები

იტალიაში 1 დღეში კორონავირუსის 1 598 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

9 მარტი, 2020 • 1953
იტალიაში 1 დღეში კორონავირუსის 1 598 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა – დაავადებულია გუშინდელთან შედარებით 1,598-ით მეტი, გარდაცვლილია 97-ით მეტი. თუმცა, გამოჯანმრთელდა 724 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

ამჟამად, იტალიაში 9172 ადამიანი დაავადდა. 724 გამოჯანმრთელდა, ხოლო 463 გარდაიცვალა.

მსოფლიოს მასშტაბით, დაავადებულთა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 110 000-ს, გარდაცვლილია დაახლოებით 3800, გამოჯანმრთელებულია 50 000-ზე მეტი.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 15 შემთხვევის შესახებაა ცნობილი.


შეგიძლიათ გაეცნოთ კორონავირუსისგან თავდაცვისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/251213/

მასალების გადაბეჭდვის წესი