ახალი ამბები

იტალიაში ციხეში ბუნტს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა – მედია

9 მარტი, 2020 • 1179
იტალიაში ციხეში ბუნტს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა – მედია

იტალიაში კერძოდ მოდენასა და პვაიში მომხდარი ციხის ბუნტის შედეგად ჯამში ექვსი პატიმარი დაიღუპა, ერთ ციხეში კი დაცვა ტყვედ აიყვანეს.

ბუნტი კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადადგმულმა ნაბიჯებმა – მათ შორის პაემნების შეზღუდვამ გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

ტელეინტერვიუში იტალიის სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ფრანჩესკო ბაზენტინიმ განაცხადა, რომ ქალაქ მოდენაში ციხიდან გაქცეული პატიმრები დაიღუპნენ, სამი კი მაშინ გარდაიცვალა, როცა ციხიდან სხვა ადგილას გადაჰყავდათ. როგორც ბაზენტინი აცხადებს, „აჯანყებების სერიამ“ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იფეთქა.

იტალიაში 9 მარტის მონაცემებით კორონავირუსის 7375 შემთხვევაა დაფიქსირებული, 366 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსოფლიოში დაავადებულთა რაოდენობა დაახლოებით 110 000-ია, ხოლო გარდაცვლილია დაახლოებით 3800.

მასალების გადაბეჭდვის წესი