ახალი ამბები

ყველამ იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს შეწყალებაზე – ზურაბიშვილი

9 მარტი, 2020 •
ყველამ იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს შეწყალებაზე – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიული განვითარების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას.

რაც შეეხება მოლოდინებს გიგი უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის შეწყალებსი წესი ერთნაირია და განსხვავებული მიდგომები არ იქნება.

“შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს. რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხოვნას მივიღებ, წავიკითხავ, ვნახავ, გავეცნობი. ეს არის დისკრეციული უფლება და თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. არ არსებობს, ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი