ახალი ამბები

მარგველაშვილი ოპოზიციას მადლობას უხდის

9 მარტი, 2020 • 1173
მარგველაშვილი ოპოზიციას მადლობას უხდის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მივიდა, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.

მარგველაშვილმა ოპოზიციას მადლობა გადაუხადა პრინციპული ბრძოლისთვის და თქვა, რომ მათ საფუძველი ჩაუყარეს ქვეყნის სიკეთეს და წინსვლას. მისი თქმით, წარმოუდგენია, რამდენი ძალისხმევა იქნა გაწეული ოპოზიციის ერთობის შესასუსტებლად.

“თქვენი ძალიან პრინციული ბრძოლით, უნარით, რომ გადალახოთ დიდი წინააღმდებობა, მიზნისკენ სწრაფვით, კვალიფიკაციით მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების სანატრელი იყო. ამას მიაღწიეთ ურთულეს ვითარებაში. ამ წუთას მინდა მადლობა ვუთხრა სამოქალაქო აქტივისტებსაც, ვინც დაიწყეს ეს ბრძოლა და ძალიან პრინციპულად აწარმოეს. ქართული დემოკრატია დღეიდან ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციაში შორის ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე დისკუსიაზე სააღჩევნო სისტემის ახალ მოდელზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 130/20 თანაფარდობის პირობებში და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი