ახალი ამბები

კორონოვირუსი: საფრანგეთში ღონისძიებებზე ათასზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა

9 მარტი, 2020 • 1377
კორონოვირუსი: საფრანგეთში ღონისძიებებზე ათასზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საფრანგეთის მთავრობა აპირებს, აკრძალოს საჯარო ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას 1 000 ან მეტი ადამიანი მიიღებს, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.

„ამიერიდან, ყველანაირი კრება, რომელშიც 1 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, აკრძალულია“, – განაცხადა ვერანმა.

თუმცა, აგრეთვე შედგენილი იქნება ღონისძიებების სია, რომლებსაც შეზღუდვა არ შეეხება, აცხადებს ვარანი. მისი თქმით, ეს სხვადასხვა შეჯიბრი თუ ტრანსპორტირება იქნება.

მსგავსი ზომების მიღების ინიციატივით გამოვიდა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი, თუმცა, გერმანიაში ამგვარი გადაწყვეტილებები ადგილობრივი ხელისუფლების მისაღებია.


ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოში 110 ათას ადამიანს დაუდასტურდა ლაბორატორიულად, აქედან 62 ათასი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 800-ზე მეტი. საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება საფრანგეთ, აქ 1 209 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც გარდაიცვალა 19. კორონავირუსი გავრცლეებულია საფრანგეთის ყველა სახმელეთო მეზობელ სახელმწიფოში: ესპანეთში, ანდორაში, იტალიაში, გერმანიაში, შევიცარიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში.

მასალების გადაბეჭდვის წესი