კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში 10-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხაადა. მისი თქმით, მეათე პაციენტს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსის მე-4 შემთხვევასთან. იგი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძეა. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ათი პაციენტიდან ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed