ახალი ამბებირეკლამა

WIZZ AIR მთავრობის დადგენილების გათვალისწინებით, იტალიის მიმართულებით ფრენებს აუქმებს

6 მარტი, 2020 • 2023
WIZZ AIR მთავრობის დადგენილების გათვალისწინებით, იტალიის მიმართულებით ფრენებს აუქმებს

Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იტალიის მიმართულებით ფრენების გაუქმებას აანონსებს.

მიზეზი საქართველოს მთავრების დადგენილებაა COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამ დროისთვის უცნობია, როდის აღსდგება ფრენები. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს მთავრობის შემდეგ დადგენილებამდე. 

მომხმარებლები, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები, როგორც კომპანიის ვებგვერდის, ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე. მათ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ მგზავრობის დროის ცვლილება უფასოდ, ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან 120% ანაზღაურება Wizz Credit-ზე.

მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ავიაკომპანიის ონლაინ პლატფორმით, სადაც მარტივად, მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით შეძლებენ არჩევანის დაფიქსირებას. შედეგად, მათ არ დასჭირდებათ WIZZ AIR სატელეფონო ცენტრში დარეკვა და ინფორმაციის მიღება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი