ახალი ამბები

უცნობია, როდემდე იქნება იტალიასთან ფრენები შეჩერებული – თურნავა

6 მარტი, 2020 • 1222
უცნობია, როდემდე იქნება იტალიასთან ფრენები შეჩერებული – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდემდე იმოქმედებს შეზღუდვა და როდემდე იქნება იტალიასთან ფრენები შეჩერებული.

მისივე თქმით, იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეჩერება ეკონომიკური თვალსაზრისით მძიმე გადაწყვეტილება იყო. ფრენების დროეიბთ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო მთავრობამ.

რაც შეეხებათ იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მინისტრი ამბობს რომ უახლოეს პერიოში საელჩო გაავრცელებს ინფორმაციას რა ფორმით მოხდება მათი დაბრუნება.

„იცით რომ პრემიერის მეთაურობით შექმნილია სპეციალური საგანგებო შტაბი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობს. დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდეს“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ეს ეკონომიკირად საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა, „თუმცა ჩვენთვის პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეებს უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარე ისიც მნიშვნელოვანია საქართველომ უსაფრთხო ტურისტული ქვეყნის იმიჯი შეინარჩუნოს. მათ შორის ეპიდემიური თვალსაზრისითაც და თუნდაც ის ტურისტები ვინც დღეს სტუმრობს საქართველოს უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს“.

„აქედან გამომდინარე, ყოვლად დროული გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება დროს ამის ახლა თქმა გაჭირდება, რადგან იმედი გვაქვს რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად კორონავირუსის გამოწვევა შემცირდება“, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

„ასევე მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ვინც იტალიიდან საქართველოს მიმართულები გამომგზავრებას აპირებდა, ჩვენ უკვე ვმუშობთ რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა. ამასთან დაკავშორებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ტექნიკირი დეტალები ჩვენი საელჩოს მეშვეობით მოგვიანებით გახდებაა ცნობილი“.

იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა

მასალების გადაბეჭდვის წესი