ახალი ამბები

“დელტას” დირექტორმა თანამდებობა დატოვა

5 მარტი, 2020 • 1445
“დელტას” დირექტორმა თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა.

როგორც “ნეტგაზეთს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და მისი შემცველის ვინაობა მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

უჩა ძოძუაშვილი “დელტას” გენერალური დირექტორის პოსტიდან 2016 წელს, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობის მოტივით, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ბრძანებით გაათავისუფლეს. თავდაცვის სამინისტროში ამ საკითხზე მოკვლევის დასრულების შემდეგ, 1 წელიწადში უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი