ახალი ამბები

უკრაინის პრემიერ-მინისტრი რადამ გადააყენა

5 მარტი, 2020 • 1617
უკრაინის პრემიერ-მინისტრი რადამ გადააყენა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ოლექსიი გონჩარუკი, რომელიც პოსტს 2019 წლის ზაფხულიდან იკავებდა, უკრაინის უზენაესმა რადამ გადააყენა. მის ნაცვლად მთავრობას ივანო-ფრანკივსკის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი დენის შმიგალი უხელმძღვანელებს.

ოლექსიი გონჩარუკი წინა წელს არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანაპარტიელი იყო და თავის დროზე მისი მხარდაჭერითაც სარგებლობდა.

თუმცა, ბოლო დროს გონჩარუკ-ზელენსკის ურთიერთობები გაუარესდა – იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ხმა, რომელსაც ყოფილ პრემიერს მიაწერენ ამბობს, რომ ზელენსკის „ეკონომიკური პროცესების ძალიან პრიმიტიული გაგება“. როგორც ის ჩანაწერში დასძენს, თავად ზელენსკიმ აღიარა, რომ ეკონომიკაში „სრული პროფანი“ არის. გონჩარუკმა მაშინ გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა ზელენსკიმ მისი გადადგომა არ მიიღო.

რადის მიერ გონჩარუკის გადაყენებას ზელენსკიმ მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ არაერთი შეცდომა დაუშვა.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი