ახალი ამბები

5 აგვისტოს სემეკში “თელასის” ტარიფის საკითხზე წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართება

4 აგვისტო, 2015 • • 1272
5 აგვისტოს სემეკში “თელასის” ტარიფის საკითხზე წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართება

სემეკის ცნობით, შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და მას დარგის ექპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. განხილვა არის საჯარო და მასზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 11 მაისის № 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით დადგინდება, გაიზრდება თუ არა დენის ტარიფი თბილისში. სემეკის ცნობით, კომისიამ გადაწყვეტილება 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა გამოიტანოს.

 

სემეკის ცნობით, დადგენილებაში ცვლილება განპირობებულია იმით, რომ „თელასმა“ 2015 წლის 23 ივლისს სემეკში სატარიფო განაცხადი შეიტანა. სატარიფო მიზნებიდან გამომდინარე საჭიროა სს „თელასის“ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშება და ახალი მაჩვენებლების დადგენა, აცხადებს სემეკი.

 

თელასი
თელასი

მასალების გადაბეჭდვის წესი