ახალი ამბები

ისრაელში მატჩზე მყოფი ათეულობით ქომაგი თვითიზოლაციაში მოხვდა

4 მარტი, 2020 • 790
ისრაელში მატჩზე მყოფი ათეულობით ქომაგი თვითიზოლაციაში მოხვდა

ისრაელში ფეხბურთის ერთ-ერთ მატჩზე გასულ კვირას დამსწრე ათობით ადამიანს მთავრობა თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს.

ამის მიზეზი კი მატჩზე დამსწრე ერთ-ერთი გულშემატკივრისთვის კორონავირუსის დადგენა გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

“ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება საკუთარ ოთახში და არ აქვს კონტაქტი ოჯახის სხვა წევრებთან”, – განაცხადა ბიჭის დედამ.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად მატჩზე მყოფი ათასობით ქომაგის კარანტინში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა რაოდენობა პროტესტის გამო შეამცირა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 4 მარტის მონაცემების მიხედვით ისრაელში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსის 12 შემთხვევა. ხოლო გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი