საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც თბილისში იმყოფება ოფიციალური ვიზიტთ, კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერი ინსტაგრამზე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს.
ფაშინიანის თქმით, ეს მისი მე-5 ძაღლია.
ფაშინიანის ვიზიტი თბილისში დღეს გაიმართა, ის პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდა.