ახალი ამბები

კორონავირუსი 23 ირანელ დეპუტატს აქვს – ვიცე-სპიკერი

3 მარტი, 2020 • 1469
კორონავირუსი 23 ირანელ დეპუტატს აქვს – ვიცე-სპიკერი

ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, აბდულრეზა მესრის განცხადებით, პარლამენტის წევრებმა უნდა შეწყვიტონ ურთიერთობა კოლეგებთან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ.

მესრის განცხადებით, ვირუსი 23 პარლამენტარს აღმოაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის პროგრამაზე დაყრდნობით Fox News ავრცელებს.

ირანში პარლამენტს სულ 290 წევრი ჰყავს.

ირანში კორონავირუსით, პარლამენტარების გარდა, სხვა საჯარო პირები და პოლიტიკოსებიც დაავადდნენ – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი. დაავადებას ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველიც.

ირანში ამჟამად კორონავირუსით დაავადებულია 2,336 ადამიანი და 77-ია გარდაცვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი