ახალი ამბები

ქუთაისში სკოლის სარდაფში ნაპოვნი ნივთების გამო გამოძიება დაიწყო

3 მარტი, 2020 • 705
ქუთაისში სკოლის სარდაფში ნაპოვნი ნივთების გამო გამოძიება დაიწყო

ქუთაისში საჯარო სკოლების სარდაფში სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის საჭირო ნივთები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს.

როგოროც ტელეკომპანიასთან ადგილობრივი მოსახლე ამბობს, აღნიშნულ ტერიოტრია ხშირად არის კრიმინალური გარჩევების სივრცეც.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრომ ნივთმტკიცებების შესწავლა დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კი გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შენახვა, შეძენა გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი