ახალი ამბები

პუტინს სურს, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ რუსეთი სსრკ-ს სამართალმემკვიდრეა

2 მარტი, 2020 • 1246
პუტინს სურს, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ რუსეთი სსრკ-ს სამართალმემკვიდრეა

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კონსტიტუციაში შესწორებები შეაქვს. „ინტერფაქსის“ თანახმად ერთ-ერთი ასეთი შესწორების თანახმად, კონსტიტუციაში უნდა გაიწეროს, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა.

დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული ცვლილებაა გაწერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობას უკვე გადაუგზავნა.

„ჩვენ ვსაუბრობთ სამართალმემკვიდრეობაზე, კერძოდ კი საუბარია პრეზიდენტის შესწორებაზე.. საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეობაზე რუსეთის ფედერაციის ფარგლებში,“ – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა – ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

ვოლოდინმა ასევე დაამატა, რომ ამ ცვლილების შეტანა „საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნაზე პასუხია“.

ეს ერთადერთი შესწორება არაა, რომელიც პუტინს კონსტიტუციაში შეაქვს. ის ასევე აპირებს, რომ სხვა საკითხებთან ერთად კონსტიტუციაში ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განსაზღვროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი