ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი კორონავირუსის გამო 64 ქვეყანას შეზღუდვას უწესებს

2 მარტი, 2020 • 5865
ცხინვალი კორონავირუსის გამო 64 ქვეყანას შეზღუდვას უწესებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების რისკის გამო 64 ქვეყნის მოქალაქეებს შეზღუდვებს უწერებს.

სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამინისტრო წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, რიგი ქვეყნების მოქალაქეებს ტერიტორიაზე შესვლას შეუზღუდავს.

გავრცელებულ განცხადებას თან ერთვის ქვეყნების სიაც, რომელშიც რუსეთი არ შედის, თუმცა შედიან:

ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალჟირი, სომხეთი, ავღანეთი, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბელგია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, გერმანია, საბერძნეთი, საქართველო, დანია, ეგვიპტე, ისრაელი, ინდოეთი, ერაყი, ირანი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კამბოჯა, კანადა, ყატარი, ჩინეთი, ქუვეითი, ლიბანი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი,მალაიზია, მექსიკა, მონაკო, ნეპალი, ნიგერია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია,არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა, რუმინეთი, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაილანდი, ფილიპინები, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია, შვედეთი, შრი-ლანკა, ეკვადორი, ესტონეთი, იაპონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი