ახალი ამბები

პუტინი აპირებს კონსტიტუციაში ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განსაზღვროს

2 მარტი, 2020 • 1708
პუტინი აპირებს კონსტიტუციაში ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განსაზღვროს

რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს – კერძოდ, სხვა საკითხებთან ერთად ქორწინება კაცისა და ქალი კავშირად განსაზღვროს.

დღესდღეობით რუსეთი ერთი სქესის ადამიანთა ქორწინებას არ აღიარებს.

Meduza წერს, რომ დოკუმენტი, რომლითაც კონსტიტუციაში შესწორებები შედის, პუტინმა მთავრობას უკვე გადაუგზავნა და მასში, გარდა ოჯახის განსაზღვრებისა, ასევე ნახსენებია ღმერთიც.

„რუსეთი ფედერაცია, რომელიც აერთიანებს ათასობით ისტორიას, ინახავს წინაპრების მოგონებებს, მათ მიერ გადმოცემულ იდეალებსა და ღვთის რწმენას,“ – წერია დოკუმენტში, რომელიც ჟურნალისტებს სახელმწიფო დუმის სპიკერმა წაუკითხა.

„ინტერფაქსის“ თანახმად, პუტინმა კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ ჯერ კიდევ 13 თებერვალს ისაუბრა.

„უნდა განვსაზღვროთ ზოგიერთი რამ: ქორწინება – ეს არის ქალსა და კაცს შორის კავშირი, ოჯახი კი ცოტათი სხვა რამაა,“ – განაცხადა პუტინმა 13 თებერვალს. ამ დღეს პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფს შეხვდა.

ამავე შეხვედრაზე პუტინი ერთი სქესის ადამიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა:

„რაც შეეხება „მშობელ №1-სა“ და „მშობელ №2 – მე ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ჩვენ არ გვეყოლება „პირველი და მეორე“ მშობელი – არამედ გვეყოლება – დედა და მამა,“ – თქვა პუტინმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი