ახალი ამბები

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სააკაშვილის შტაბი გაიხსნა

2 მარტი, 2020 • 1543
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სააკაშვილის შტაბი გაიხსნა

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დღეს 2 მარტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შტაბი გაიხსნა.

როგორც გახსნაზე მისული პოლიტიკოსები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, ცენტრის მთავარი დანიშნულება მათ შორის ახალგაზრდების მოზიდვა და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ტრენინგების ჩატარება იქნება.

„მე მგონია, რომ ის დროა, როდესაც ყველა ჩვენგანმა უნდა გავხსნათ შტაბები საქართველოს გადარჩენისთვის,“ – თქვა სააკაშვილმა. გახსნაზე მისი სიტყვა დამსწრეებმა ე.წ. ვიდეო ჩატის საშუალებით მოისმინეს.

„მოდით დავანებოთ პარტიულ განსხვავებებს, იმიტომ, რომ მე მინდა, თუნდაც ამ ბიბლიოთეკაში ისხდნენ ადამიანები, ვინც დღე და ღამე მუშაობენ, რომელბსაც არ ექნება პარტიული მიკერძოება, იმუშავებენ იმაზე, თუ რა უნდა იყოს შემდგომ,“ – ამატებს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი