სიგელების გაცვლის ცერემონია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა.
მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ აღნიშნულ შეთანხმებას ხელი 2015 წლის 18 მარტს პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა მოაწერეს.
იქამდე რუსეთის ფედერაციამ მსგავსი შეთანხმება აფხაზეთთან გააფორმა. შეთანხმებები მხარეებს შორის თითქმის ყველა სფეროში თანამშრომლობას და ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |