ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

2 მარტი, 2020 • 1315
ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

საქართველოს, 3-4 მარტს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.

ოფიციალური ინფორმაციითვე, დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უმასპინძლებს.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი