ახალი ამბები

“დიდგორი მეომარი”ექსპორტზე გადის

2 მარტი, 2020 • 1875
“დიდგორი მეომარი”ექსპორტზე გადის

ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი” 120 მმ მობილური ნაღმტყორცნის მოდულით ექსპორტზე ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში გავა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ ზუსტად რომელ ქვეყანაში გავა ექსპორტზე “დიდგორი მეომარი”.

დელტას ინფორმაციით, მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი” უნივერსალური მოდულური პლატფორმაა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების და კონფიგურაციის საბრძოლო და მხარდამჭერი მანქანებისთვის. როგორც ჯავშანმანქანის მწარმოებლის “დელტას” აღწერილობაში ვკითხულობთ, ჯავშანმანქანა ძლიერი შეჯავშნით გამოირჩევა, ასევე ის გამოირჩევა მაღალმანევრულობით და სხვადასხვა ტიპის რელიეფზე ადაპტირებული მაღალი გამავლობის მაჩვენებლებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი