ახალი ამბები

2 -დან 16 მარტამდე ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდება – თბილისის მერია

29 თებერვალი, 2020 • 1394
2 -დან 16 მარტამდე ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდება – თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში არდადეგები გამოცხადდება.

დღეს, 29 თებერვალს ასევე ცნობილი გახდა, რომ 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება სასკოლო საგაზაფხულო არდადეგები.

საგაზაფხულო არდადეგების ვადებში ცვლილებების შეტანის მიზეზი კორონავრიუსთან დაკავშირებით მიღებული  პრევენციული ზომებია. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებსა და ბაღებში დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.

29 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდასტურდა, რამდენიმე ათეული პირი კი ამ დრომდე კარანტინში ან თვითიზოლაციაში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი