ახალი ამბები

ერთი დოლარი 2.2792 ლარი ღირს

30 ივლისი, 2015 •
ერთი დოლარი 2.2792 ლარი ღირს

30 ივლისის ოფიციალური გაცვლით კურსს ეს მაჩვენებელი 0.0097 პუნქტით აღემატება. კომერციული ბანკების ნაწილში 1 დოლარი 2.2980 ლარი ღირს.

 

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როცა 1 აშშ დოლარი 1.73 ლარი ღირდა. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ფასი 0.61 ლარით აღემატება გასული წლის ნოემბრის კურსს. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებით (უკრაინის კრიზისი და სანქციები რუსეთისთვის) არის განპირობებული. ოპონენტების თქმით კი, ამას განაპირობებს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა.

 

ლარი-დოლარი
ლარი-დოლარი

მასალების გადაბეჭდვის წესი